ბელარუსის არაღიარებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბელარუსი ხალხის შერაცხყოფის ბრალდებით, პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ანათემას გადასცა. არქიეპისკოპოსმა, სვიატოსლავ ლოგინმა, გადაწყვეტილება 22 ნოემბერს, ტორონტოში ჩატარებული წირვის შემდეგ გაახმოვანა.
"ლუკაშენკო მოსახლეობის პროტესტს ძალადობრივი მეთოდებით შეხვდა. მათი სისხლიანი შურისძიება ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიუღებელია. ეკლესია იბრძვის სიმართლისთვის და მას არ შეუძლია უყუროს ბელარუსელების გენოციდს", - წერია ეკლესიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.
ცნობისთვის, ოქტომბერში, ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ.