ევროპარლამენტარები ბელარუს მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის დასჯიან

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ. 

თავის მხრივ, ბელარუსი უფლებათა დამცველები ევროპარლამენტს სთხოვენ, რომ განაგრძონ უპრეცენდენტო რეპრესიის მონიტორინგი და გამოძიება. ამასთან, მათ სურთ, ევროკავშირმა მიზნობრივი სანქციები დაუწესოს რეჟიმის ყველა დამნაშავეს, რათა ისინი დაუსჯელები არ დარჩნენ. 

"საპროტესტოდ გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი ქმედება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გახშირდა. ბელარუსი მაღალჩინოსნები, სერიოზული დარღვევების გამო, აუცილებლად დაისჯებიან. ევროპარლამენტარები გავაგრძელებთ აქციის მონაწილეების მხარდაჭერას, რათა საბოლოოდ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას" - ამბობს პარლამენტის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი, დევიდ მაკალისტერი. 

საკითხის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმაც თქვა, რომ "საჭიროა, მტკიცებულებების სისტემატური შეგროვება, თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის ექსპერტებთან და ევროპულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა დაისაჯოს ყველა უფლებათა დამრღვევი და ბელარუს ხალხს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

შეგახსნებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი