საქმე დახურულია, ვიდეოდღიურები გასაჯაროვებული, თვითმკვლელობა დამტკიცებული - პროკურატურა ბაჩალიაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შოთაძის უწყებამ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა და გაასაჯაროვეს წერილი და ვიდეო დღიური, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის, თავის Youtube-ის არხზე აქვს გამოქვეყნებული, სადაც საუბრობს სუიციდის მცდელობაზე. ასევე პროკუირატურამ მოიყვანა ფსიქიკური ექსპერტიზის დასკვნა სადაც წერია, რომ ეს შესაძლოა თვითმკვლელობა ყოფილიყო.

ოჯახი გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, მათთვის პროკურატურის არგუმენტები არ არის მყარი და გამოძიების გაგრძლებაას ითხოვენ, აპირებენ, რომ ყველა სამართლებრის გზას მიამრთონ.

"რომელი ათვის წერტილიდანაც დაიწყეს იგივეზე დაბრუნდნენ, ექვსი თვის მანძილზე მარტო არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი თავიდან და დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა, მაგრამ მკვლელობას არავის არ შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში. ეს არის ჯგუფური მკვლელობა მაღალჩინოსნების მიერ, დაიხურა საქმე და მიხეილთან ერთად გადავწყვიტავთ, იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის" - ამბობს ბაჩალიაშვილსი დედა, თეონა თამაზაშვილი 

საქმის ადვოკატი ერთერთი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურა ცდილობდა საქმე მალევე დაეხურა, თუმცა საქმის მალე დახურვაში არჩევნებმა ხელი შეუშალა და მოერიდა აჟიოტაჟს. 

"საქმის წარმოება მიდიოდა ისე, რომ გამყარებულიყო თვითმკვლელობა.... როგორც ჩანს ეს საქმე იყო ძალიან დიდი პრობლემა და მაქსიმალურად ცდილობდნენ გათავისუფლებულიყვნენ ამ საქმისგან, ამ საქმისგან ნამდვილად ვერ გათავისუფლდებიან ასე, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ საშუალებას, რომ მოვახდინოთ ამ საქმეზე მეტი სიცხადე და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. მხოლოდ ამის გამო მოხდეს შეწყვეტა საქმის, რომ ექსპერტიზა წერს ალბათობის ხარისხში, რომ შესაძლოა ყოფილიყო სუიციდი არ არ არის სამართლიანი პროკურატურის მხრიდან, მაშინ, როდესაც შესაძლოა საქმე ყოფილიყო მკვლელობასთან", -  ეკა ქობესაშვილი

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი