სატელიტის კადრებში ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კადრები მან თავად მოიპოვა და დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია . მიხეილ რამიშვილმა პირველად ინფორმაცია "ფორმულას" ეთერში გაასაჯაროვა. რამდენიმე წუთის წინ კი ის პროკურატურაში დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების ამსახველი, ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს.

უფრო მანამდე კი შოთაძის უწყებამ "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს გადაღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

"მთავარმა არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" 23 აგვისტოს გადაცემაში სამი ავტომანქანის სანომრე ნიშანი გაასაჯაროვა და თქვა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სუს-ის მანქანები დაყვებოდნენ. 

პროკურატურამ თავის განცხადებაში თქვა, რომ მანქანები, რომელიც ჩანაწერშია ნამდვილად სუს-ის ბალანსზე, თუმცა ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რუსთავის გზატკეცილზე გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, შემდეგ კი შავნაბადას ბაზისკენ გადაუხვიეს, ხოლო ბაჩალიაშვილმა თავის მანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გზა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი