"ახალკაცი და სხვები" | კასპის საკრებულოში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე სტრასბურგმა განსახილველად მიიღო

გამოქვეყნდა:

"ახალკაცი და სხვები" - ჟურნალისტების საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო. საუბარია კასპის საკრებულოში 2022 წლის თებერვალში, "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელშიც "ოცნების" წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

შემთხვევის დღეს ჩვენს კორესპონდენტს პირდაპირ ეთერში მუშაობის საშუალება არ მიეცა, ის ძალადობის შედეგად, საჯარო სხდომიდან გამოაძევეს. ჟურნალისტური საქმიანობა ასევე შეეზღუდათ სხვა კრიტიკული არხების თანამშრომლებს. საქმე სტრასბურგში "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მას შემდეგ გააგზავნა, რაც საქართველოში საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ იმოქმედეს.

"ჩვენ ვითხოვდით, რომ გამოძიება წარმართულიყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლასთან დაკავშირებით. სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ღირსი არის ეს საჩივარი იმისა, რომ განიხილოს და გადაუგზავნა კიდევაც მთავრობას უკვე კითხვები და განუსაზღვრა ვადა მოსაზრებების წარსადგენად. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგი დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს და დაადგენს იმ მუხლების დარღვევას, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ", - ამბობს ადვოკატი.

იხილეთ: 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი