"ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია..." - ამის შესახებ სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი საუბრობს და "ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს მორიგ ჯერზე ეხმაურება.
"ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ეს იმ კანონმდებლობის მსგავსია, რომელიც ისეთ ქვეყნებში არსებობს, რომელსაც მედიაორგანიზაციების დარბევის გამოცდილება აქვთ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ებრძვიან. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია", - ამბობს პატელი.