მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ Facebook პოსტებში, აპრილში, 17 000 ლარამდე დახარჯა | სტუდია მონიტორი

გამოქვეყნდა:

"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, Facebook-ის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400-დოლარამდე დახარჯა.

ორგანიზაცია წერს, რომ მხოლოდ აპრილში მამუკა მდინარაძემ Facebook პოსტების დასარეკლამებლად 17 000 ლარამდე დახარჯა. 

ხოლო"ქართულმა ოცნებამ" ამავე პერიოდში 100,000 ლარამდე.

"ქართული ოცნების"  სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური ინფორმაციას "მანიპულაციურს" უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ მდინარაძის ფეისბუქ გვერდის დაბუსტვაში პარტიის ბიუჯეტიდან ფული იხარჯება, მოტივად კი "საზოგადოების ინფორმირებულობას" ასახელებს 

"ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ" აცხადებს სტრატკომი [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა დაინიცირების შესახებ 3 აპრილს, სწორედ მდინარაძის პირით განაცხადა. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ორშაბათს მისი მეორე საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი