"ქუდზე კაცი" ყველაფრის ფასად | "დედაბუდიანი" მობილიზება რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის -მორიგი ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

დავალება გაცემულია - ყველაფრის ფასად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია  ივანიშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაავსოს. რუსული კანონის წინააღმდეგ სახალხო პროტესტსა და წინააღმდეგობას, ოცნება კონტრაქციას უპირისპირებს.  მმართველი პარტიაში არ მალავენ, რომ აქციაზე პარტიული აქტივი, საჯარო მოხელეები, სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები და მათი ოჯახის წევრები გამოჰყავთ. 

"მთავარმა არხმა" არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა, სადაც კარგად ჩანს, როგორ აგროვებს ქართული ოცნება და ითვლის აქციის მონაწილეების რაოდენობას, რადგანაც თავისუფლებაზე 29 აპრილს ქუდზე კაცი სჭირდებათ. თუნდაც იმიტომ რომ პარტიულ აქტივს კონტრაქციაზე პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული  ბიძინა ივანიშვილი მიმართვას. 

სოციალურად დაუცველი ნუკრი ჯანჯიბუხაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ჯერ აფხაზეთის ომში იბრძოლდა, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული კანონის მხარდასაჭერად დედაქალაქში წამოსვლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ერთადერთი შემოსავლის, სოციალური დახმარების გაუქმებით ემურებიან. 

გავრცელებული ინფორმაციი, მუნიციპალიტეტში  "ოცნების" კონტრაქციისთვის მოქალაქეების მობილიზება საკუთარ თავზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ლადო დუდუჩავამ აიღო.

პარტიული დავალება "ქართული ოცნების" ოფისიდან რამდენიმე დღის წინ გაიცა. რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეების წამოსაყვანად "ოცნებამ" ტრადიციისამებრ საჯარო რესურსების მობილიზება დედაქალაქსა და რეგიონებში დაიწყო.


მობილიზება გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძესაც "ზემოდან" დაავალეს. საჯარო მოხელე არ მალავს რომ კონტრაქციაზე ხალხის მობილიზებაში პირად მონაწილეობს და ამ პროცესში ჩართულები არიან გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი და სხვა საჯარო მოხელეებიც. 


ოცნების ხელისუფლებამ მოქალაქეების მობილიზების ბრძანება სენაკშიც გასცა. სენაკის მეორე საჯარო ბაღის დირექტორი თინაზი ქირია ჩვენთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანების შემდეგ  დედაქალაქში აქციაზე თავადაც იქნება და საჭიროების შემთხვევაში ბაღის თანამშრომლებსაც წამოიყვანს.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია თელავის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში. იმ დაწესებულებაში, რომელიც ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. "შაბათის მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ამ დაწესებულებაში დასაქმებულებმა უკვე იციან, რომ 29 აპრილს ოცნების დასახმარებლად და ტაშის დასაკვრელად დედაქალაქში უნდა წავიდნენ. 

მმართველმა პარტიამ დირექტივები საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებშიც გასცა. აქციაზე წამსვლელთა რაოდენობა ქართული ოცნების ოფისში დათვალეს და ერთი სატელეფონო ზარით მოქალაქეთა მობილიზება უფასო კვების, ტრანსპორტირებისა და წყლის სანაცვლოდ მოითხოვეს.

დაშინების, შანტაჟისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის შემდეგ საჯარო მოხელეები მზად არიან რამდენიმე საათით თბილისში ჩამოვიდნენ და მათთვის გაუგებარ კანონს მხარი დაუჭირონ. შაბათის მთავრის მიერ ჩატარებული  ექსპერიმენტის ერთ-ერთი რესპონდენტი კასპის  მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა იაძეა.

როგორ მოჰყავს ოცნებას იძულებით პარტაქტივი და საჯარო მოხელეთა არმია, ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული შიდა ჯგუფების მიმოწერაც ცხადყოფს. 

ზოგიერთ ქალაქში ზეწოლა უშედეგოდ მიმდინარეობს. მაგალითად ბათუმში, ერთ ერთი მუსიკალური სკოლის პედაგოგები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლას არ აპირებენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი