მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი | ომბუდსმენი ღამის თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს სახალხო დამცველი ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრებისა და შვილების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულია და სამართალდამცველების მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს:

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეებზე რაზეც 8 მაისს ჩვენს მიერ გავრცელებულ შეფასებაშია აღნიშნული. 
სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ  და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს,  ლაშა ღვინიანიძეს,  სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი