"ზონდერ-დაჯგუფებები [დამესხნენ თავს]... ეს რეჟიმის დასასრულია, ვერ შეგვაშინებენ" | დიმა ჩიქოვანი თავდასხმის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ზონდერ-დაჯგუფებები [დამესხნენ თავს]... ეს რეჟიმის დასასრულია, ვერ შეგვაშინებენ", - ამის შესახებ ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი TV პირველის ეთერში თავდასხმის შემდეგ საუბრობს. 

კარგად ვარ, კარგად ვარ. მაგრამ ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ანუ, ვერ შეგვაშინებენ, ეს არის ბოლო. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით არაფერი არ დაგვემართება და "ქართული ოცნება" დამთავრდება. რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს ვერასდროს. საქართველო იქნება თავისუფალი და ქართული ოცნება ეს არის რუსები, რუსული მეთოდით მომუშავე ხალხი და ეს არის მათი დასასრული. 

ზონდერ-დაჯგუფებები, ესენი არიან მშიშრები. ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები და ისინი არიან დამთავრებულები. 

მე მინდა მივმართო ჩემს თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებიც უკვე კვირებია, ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ იმას, იმ რუსულ კანონს... 

ნუ, არაფერი, არაფერი არ მოხდა. ვერაფერს ვერ გვიზამენ. ეს არის დასასრული, - თქვა დიმა ჩიქოვანმა TV პირველის ეთერში

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმა ჩიქოვანს საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, ის ახლა კლინიკაში გადაჰყავთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი