გუშინ გამოძიება ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ რა მოხდა, ვინ დაესხა თავს | გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გუშინ მომხდარ თავდასხმის ფაქტებზე, რა დროსაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოძიება დაიწყეს.

"გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე რაც მოხდა, ყველა ფაქტზე და მივყვებით გამოძიებას, ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. ახლა არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო ან ეს მოხდა ან ის მოხდა, თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები სამწუხაროდ, გამოძიება დაწყებულია", - თქვა გომელაურმა.

ცნობისთვის, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს - ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმას, გია ჯაფარიძეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი