დააორგანიზეს კრიმინალები, სახლში ჩემი 14 წლის შვილი იყო, აგინებინეს ბავშვზე, შეაშინეს | გიორგი ონიანი

გამოქვეყნდა:

გუშინ გვიან ღამით ამ დროისთვის დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს. ის "მთავარ არხთან" ყვება, რომ ამ დროს სახლში მისი არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი იმყოფებოდა. თავდამსხმელები აჟღერებდნენ შეურაცხყოფებს და მუქარის შემცველ ტექსტებს, აკაკუნებდნენ კარზე.

ონიანი ამბობს, რომ ამ დროს თვითონ და მისი ცოლი ნაცემი დიმიტრი ჩიქოვანის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. პოლიციის გამოძახების შემდეგ მოძალადეები ტერიტორიიდან მიიმალნენ

"გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი სცემეს, წავედი საავადმყოფოში, ეს რა თქმა უნდა, იცოდა ერთადერთი სუს-მა, იმიტომ, ტელეფონზე ვისაუბრე. ანუ იცოდა, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე სახლში არ ვიყავით, და იყო 14 წლის შვილი. დააორგანიზეს ასე ვთქვათ, თავიანთი ე.წ. კრიმინალები, გამობმულები რომ ჰყავთ კუდზე, მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს. რაც დაინახა ბავშვმა და რასაც აღწერს, იყო 40-50 წლის შავგვრემანი, თმაგადაპარსული ადამიანი. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ეს ტიპი ვიღაც, საცოდავი, აქ რომ მოაგზავნეთ, ეს შეიძლება გადარჩეს, ეს უბრალოდ ჩვენებას მისცემს და აუცილებლად ილაპარაკებს იმაზე როგორ იყო საერთო დავალება გაცემული რომ ასე მივარდნილიყავით ადამიანებთან და რაც მთავარია პატარა ბავშვები შეგეშინებინათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ გადარჩებით, პასუხისმგებლობა ნამდვილად დაგეკისრებათ თქვენც და თქვენ შს მინისტრსაც", - ამბობს ონიანი.

ცნობისთვის, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს - ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმას, გია ჯაფარიძეს. უცნობია მომხდარზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი