თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - 1 წელი გიორგი რურუას პოლიტპატიმრობიდან

გამოქვეყნდა:

უკვე ერთი წელია გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. დაცვის მხარის შეფასებით იგი აბსურდული ბრალდებით დააკავეს და მყარი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად გაასამართლეს. ადვოკატის მტკიცებით, რურუას დაკავების მოტივი მხოლოდ პოლიტიკურია, რადგან იგი არის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ასევე იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას'' აქტიური მხარდამჭერი. იგი შარშან 18 ნოემბერს აქციიდან წამოსვლის შემდეგ დააკავვეს. რამდენიმე თვის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პატიმრეობა შეუფარდეს.

მას დემონსტრაციულად ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, პრინციპში არც უცდიათ ამ ფაქტის დაფარვა. გიორგი რურუა გახდა არაერთი შეტევის მსხვერპლი, მათ შორის იყო სახელისუფლებო მედიებიდან აგორებული ბინძური პიარ კამპანია, ამასთან მასზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა საპატიმროში და ამით ხელისუფლება ცდილობდა გაეშვა მესიჯი ყველასთვის, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ ოპონირება არის დასჯადი არა მხოლოდ პატიმრობით, არამედ გაშავებით და ფიზიკური თავდასხმით, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანი"-ს დამფუძნებელის, გიორგი შერვაშიძის თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში რურუას წინააღმდეგ საპატიმროში არაერთხელ მოხდა უკანონო ქდებება და თავდასხმა. მისი შეფასებით ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას.

თეთრი ძაფით კერეს ისეთი საქმე, რომელიც ფაქტიურად ბუნებაში არ არსებობს, ის იარაღიც არ არსებობს. მაგრამ როგორც აწყობდა დღევანდელ ხელისუფლებას და მის მონა სასამართლოს იგივე დაწერეს და შემდეგ იგივე გაახმოვანეს. ციხეში კარები ისე არ იღება, იქ პატიმრები ჩვეულებრივად ვერ სეირნობენ შესაბამისად ეს თავდასხმაც დაგეგმილი და ინსცენირებულია ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მეირ, - ამბობს გიორგი შერვაშიძე. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა. გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 1 ნოემბერს გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. როგორც პენიტენციურმა სამსახურმა თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, პატიმარი, რომელიც რურუას დაესხა თავს, ღია საკანში იმის გამო იჯდა, რომ მის საპირფარეშოში რემონტი ტარდება. რურუას უფლებადამცველი ამბობს, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი აქვს და ძალადობა ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი