"მთავარი არხის" დამფუძნებელს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. ინციდენტს ადასტურებს გიორგი რურუას იურისტი, დიტო საძაგლიშვილი. 

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხელისუფლებისგან ორგანიზებული ძალადობა იყო მასზე. აქამდე მას თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ წართმეული, ახლა ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს. ის რომ ეს ხელისუფლების ორგანიზებულია, არგუმენტი არის ისიც, რომ არჩევნებიდან ზუსტად ერთ დღეში მოხდა თავდასხმა," - ამბობს "მთავართან" საუბარში ადვოკატი. 

დიტო საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუას ისეთი დაზიანებები, რომლის გამოც ჰოსპიტალიზება გახდებოდა საჭირო, არ აქვს. 

სულ რამდენიმე წუთის წინ კი გიორგი რურუას სახელით მის ფეისბუქზე სტატუსი გამოქვეყნდა - "მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ"

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა დაწესებულებამაც. უწყების განმარტებით, პატიმარი, რომელიც რურუას დაესხა თავს, ღია საკანში იმის გამო იჯდა, რომ მის საპირფარეშოში რამონტი ტარდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი