დასავლეთი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს - პარტნიორების უპრეცედენტო ზეწოლა ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთის წნეხს ვერ გაუძლო და პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ახლა დღის წესრიგში გიორგი რურუას გათავისუფლება დგას.

ამაზეა დამოკიდებული, მიიღეებს თუ არა საპარალამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება. ამით კი რვა მარტის შეთანხმება ოპოზიციას, ხელისუფლებასა და საერათაშორისო პარტნიორებს შორის, შესრულებულად ჩაითვლება.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის სასამართლო პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული და სხდომაზე დაცვის მხარე რურუას გათავისუფლებას მოითხოვს.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდებიან დასავლეთშიც. მორიგი განცხადება "მთავართან" ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რურუას გათავისუფლება მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს შორის.

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჩემ მიერ გაგზავნილ წერილში სამ ადამიანზე იყო საუბარი. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შესრულდა. გიორგი რურუა კი ამ დრომდე პატიმრობაშია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, - ამბობს კუბილიუსი

ის, რომ გიროგი რურუა ცრუ ბრალდებითაა დაპატიმრებული და რომ მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ნაწილია, ამაზე  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინიც საუბრობენ.

 ჩვენ მოუთმენლად ველით შეთანხმებულ ცვლილებებს  საარჩევნო სისტემაში. ველით ასევე მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებებით დააკავეს, - წერენ ისინი.
 

როდის და რა სამართლებრივი მექანიზმით გათავისუფლდება პატიმრობიდან გიორგი რურუა - ჯერი ახლა ხელისუფლებაზეა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი