რურუას ავტომობილში პოლიციელებმა მაყუჩი ჩაუდეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმე - ნივთიერი მტკიცებულებების შესასწავლად „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის პროცესმა სხდომათა დარბაზიდან საქალაქო სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა. ბრალდებულთან ერთად სასამართლომ მისი პირადი ავტომობილი დაათვალიერა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, რურუას დაკავების დროს სწორედ ამ ავტომობილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა იარაღი დოკუმენტურად გაუფორმეს გიორგი რურუას, ხოლო მაყუჩი ავტომობილში ჩადეს.

ავტომობილს რაც შეეხება, აქ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუასთვის პირდაპირი გაგებით არ ჩაუდიათ და მერე არ ამოუღიათ, უბრალოდ, დოკუმენტურად გაუფორმეს. რაც შეეხება მაყუჩს, რომელიც ამოღებული იქნა ავტომობილიდან, ის ჩადეს ფიზიკურად პოლიციის თანამშრომლებმა და ეს დადასტურდა თუნდაც იმით, რომ ვაკის სასაფლაოდან დიღმის პოლიციის შენობამდე სწორედ პოლიციელებმა წამოიყვანეს ავტომობილი, ანუ მათ ჰქონდათ მფლობელობა ამ ავტომობილზე და ჩადეს ეს ნივთი, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ის სამართალდამცავიც, რომლის დეპარტამენტმაც რურუას დაკავების მითითება გასცა და მისი დაკავების შემდეგ დააწინაურეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი