პეკინზე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს - წაღებულია სამკაულები

გამოქვეყნდა:

პეკინის გამზირზე გუშინ, 8 ნოემბერს, გვიან ღამით, საიუველირო მაღაზია "ფიორელა"-ში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ - ჩამსხვრეულია ვიტრინები და წაღებულია სამკაულები.

მაღაზიის მეპატრონემ ძარცვის შესახებ დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომლებმაც 112-შიც დარეკეს, მაგრამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. გამომძიებლებს სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული მტკიცებულებები უკვე გადაეცათ.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს, კახეთის გზატკეცილზე "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. მძარცველმა სადგურის ოპერატორს ფული გამოსძალა და მიიმალა.

26 ოქტომბერს თბილისში "ტერაბანკის" ფილიალში უცნობი პირი შეღწევას ცდილობდა.

22 ოქტომბერს ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს და, სავარაუდოდ, 55 000 ლარი წაართვეს. 


21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც, აქვე.  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ორ კვირაზე მეტია მძარველი დაკავებული არ არის. 

ყველაზე მასშტაბური ძარცვა 22 სექტემბერს ქუთაისში მოხდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ნახევარი მილიონი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი