ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი პირები მიკროსაფინანსოში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ.
სარდაფის ჭერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი საერთოა. როგორც ამბობენ, გამოტეხეს ჭერი და ასე მოხვდნენ შენობაში, - ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი.
შსს მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.