"მთავარმა" დღეს ქობულეთში მომხდარი კრიმინალური თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ინკასატორს და ხელიდან სტაცებენ ჩანთას.
შეგახსენებთ, დღეს ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს და, სავარაუდოდ, 55.000 ლარი წაართვეს. შსს-მ ქობულეთში მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. როგორც "მთავარს" პრესსამსახურში უთხრეს, სისხლის სამართლის საქმე 178-ე მუხლით აღიძრა.