კახეთის გზატკეცილზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. მძარცველმა სადგურის ოპერატორს ფული გამოსძალა და მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავს. არსებული ინფორმაციით, მძარვცელი წარსულში ყაჩაღობის ბრალდებით ნასამართლევი პირია.

პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს თბილისში "ტერაბანკის" ფილიალში უცნობი პირი შეღწევას ცდილობდა. 22 ოქტომბერს ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს და, სავარაუდოდ, 55 000 ლარი წაართვეს. 
21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღოყველაზე მასშტაბური ძარცვა 22 სექტემბერს ქუთაისში მოხდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ნახევარი მილიონი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი