ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია - ლიეტუვას პრეზიდენტი 

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანა ნაუსედამ, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოკუპაციის 100 წელზე და საქართველოს გასაბჭოებაზეა საუბარი, თუმცა წერილში ის ეხმიანება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და წერს, რომ ნიკა მელიას დაკავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეთანხმებულ ქმედებებს მოითხოვს, შესაბამისად პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი აუცილებელია. 

სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გადალახვას. ლიეტუვა მზადაა იპოვოს გზა დიალოგისა და კონსენსუსისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის" წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი შტურმით აიღო. საქართველოში მიმდიმარე პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

ამავე თემაზე:

 

მელიას და კოლეგების დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, მარტო ვერ დავტოვებთ - ტუსკი

ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი