მელიას და კოლეგების დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, მარტო ვერ დავტოვებთ - ტუსკი

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მარტო არ უნდა დარჩეს.

"ნუ დავივიწყებთ ჩვენს მხარდაჭერას პროევროპული და დემოკრატიული ძალებისადმი უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. თბილისში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. ჩვენ მათ მარტო ვერ დავტოვებთ საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს დონალდ ტუსკი.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი