ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი

გამოქვეყნდა:

გერმანული ანალიტიკური პორტალი "ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრი" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიით -„ფეთქებადსაშიში პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში“ - ეხმიანება

სტატიაში ნათქვამია, რომ ახლადარჩეულმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველივე დღიდანვე კონფრონტაციული რიტორიკა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიული პოლიტიკა აირჩია, რაც ევროატლანტიკური კურსისთვის ზიანისმიმყენებელია.

საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება კრემლის სურვილებს ეწინააღმდეგება.

ქართველი ხალხის სურვილი, რომ ევროპაში დაბრუნდნენ თავიანთი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებით, სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოდის პარტია "ქართულ ოცნებასთან". ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა, რომ ის კრემლის მიერ საქართველოს დასავლეთის კურსის შერყევის ჰიბრიდულ პოლიტიკას უქმნის ნიადაგს , - წერს მარიელუიზე ბეკი, რომელიც გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი