"მე გავიფიცე" - ქართული თეატრი აჯანყებულია. მსახიობების მსგავსი პროტესტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა. რეპრესიები ივანიშვილის რეჟიმმა მათი სახალხო პროტესტის საპასუხოდ დაიწყო. ორი დღის წინ რეჟიმმა მძევლად მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე აიყვანა. 28 წლის მსახიობს ბრალი აბსურდული, თუმცა მძიმე მუხლით წაუყენეს. დღეს კი ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა. მასთან ერთად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში კიდევ 5 პირი, მათ შორის იუმორისტი ონისე ცხადაძე გაუშვეს. რეჟიმისგან ამ ნაბიჯს, მსახიობების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა; ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, მიდიან ყველა თეატრში და უკანონოდ დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ავტორი: დავით კობიძე