"ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა" | PACE საკითხს 29 იანვარს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

სარჩელის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ბორიანა აბერგის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი არის "ერთპარტიული პარლამენტი" და რომ საქართველოში დემოკრატიული წყობა დანგრევის პროცესშია. მას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე 30 წევრმა, რომლებიც ეკუთნოდნენ სულ მცირე 5 ეროვნულ დელეგაციას, როგორც ამას წესები მოითხოვს.

როგორც PACE-ს განცხადებაშა აღნიშნული, გამოწვევა დაუყოვნებლივ გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს მოხსენებისთვის და წესების კომიტეტს მოსაზრებისთვის - საკითხი ასამბლეის მიერ ოთხშაბათს, 29 იანვარს, ნაშუადღევს განიხილება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია არ მიანიჭოს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება, ან მიანიჭოს, თუმცა ამასთანავე მოხდეს დელეგაციის წევრებისთვის გარკვეული უფლებების შეჩერება ან ასამბლეის საქმიანობაში მათი მონაწილეობის შეზღუდვა.

"ქართული დელეგაციის წევრებს კვლავ შეუძლიათ დაესწრონ ასამბლეის სხდომებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ ჩაერთვებიან უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაში", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი