TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გაიტაცეს. ინფორმაციასა და ვიდეოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"გადაიღეთ, რა... რაღაცას მიდებენ ჯიბეში... [დაკავების მიზეზია] ბანერი, რომელიც ხელში მეჭირა", - თქვა ჯიოშვილმა მანქანაში ჩასმისას.

მას აქციაზე ეჭირა პლაკატი წარწერით:  "დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე".

იქვე მყოფ მოქალაქეებს ნიღბიანებმა უთხრეს, რომ ისინი პოლიციელები არიან, თუმცა მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. მას თან ჰქონდა საქართველოს დროშა.

ამ დროისთვის, სხვა დეტალი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი