ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული დერეკ შოვინი ციხიდან $1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს დაიღუპა. პოლიციელმა შოვინმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილებას გადააჭარბა - ფლოიდს ყელზე მუხლი ისე ძლიერად დააჭირა, რომ 47 წლის აფროამერიკელისათვის სიკვდილის მიზეზი გახდა. მომხდარს საზოგადოება საპროტესტო აქციებით შეხვდა - მთელი თვის განმავლობაში შტატების მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა და ღიად საუბრობდა ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა რასიზმი და დისკრიმინაცია.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი