მშვენიერაძე მარიკაშვილმა შეცვალა - GDI-ის ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ახალი თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება. მარიკაშვილმა იურისტი გიორგი მშვენიერაძე ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული. ინფორმაციას გიორგი მშვენიერაძე Facebook-ში ავრცელებს.

"დღეს, ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო. მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა.
გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე - Eduard Marikashvili  ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", -
წერს გიორი მშვენიერაძე 

შეგახსენებთ, ორივე იურისტი - მშვენიერაძეც და მარიკაშვილიც ამჟამად, კარტოგრაფების საქმის ადვოკატები არიან და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ინტერესებს იცავენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი