ინფიცირებული სამხედროები მარნეულში - 6 ჯარისკაცი კოვიდ 19-ით საველე ჰოსპიტალში მორიგეობისას დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

ინფიცირებული სამხედროები მარნეულში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, კოვიდ 19-ით კიდევ 6 ჯარისკაცია ინფიცირებული. ცნობილია, რომ სამხედრო მოსამსახურეები ვირუსით საველე ჰოსპიტალში მორიგეობის დროს დაინფიცირდნენ.

არსებულ ინფორმაციას "მთავარ არხს" გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი, ელისო კილაძე აწვდის. კილაძის განცხადებით, ინფიცირებულები საინჟინრო ბატალიონის მოსამსახურეები არიან. მისივე თქმით,  აღნიშნული ფაქტის გამო, გენერალურმა შტაბმა ბატალიონის ხელმძღვანელი თანმდებობიდან გაათავისუფლა.

თავდაცვის სამინისტრო" ფაქტიურად პანდემიის პირველივე დღიდან მალავს მონაცემებს დაინფიცირებული ჯარისკაცების და სამხედრო მოსამსახურეების თაობაზე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მარნეულში, როდესაც საველე ჰოსპიტლები ეწყობოდა და ჯარისკაცები  პირველად გადაადგილდნენ სამხედრო ნაწილების გარეთ, საინჟინრო ბატალიონის 6 დაინფიცირდა, რასაც მოჰყვა ბატალიონის მეთაურის, ნავერიანის კადრების განკარგულებაში გადაყვანა. მას არ ხსნიან მხოლოდ იმიტომ და არ მოხდა ამ ფაქტის გახმაურება, რომ მისი ბიძა გახლავთ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი. პანდემიის გადავლის შემდგომ მას ჰპირდებიან სამსახურში თანამდებობაზე აღდგენას,"- განაცხადა კილაძემ.

ელისო კილაძე ასევე სამხედროების დაინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს ეროვნულ გვარდიაშიც. მისი ინფორმაციით, 40 -მდე სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.  მათგან ორს კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა.

 ჯარში კოვიდ 19-ის გავრცელების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თავდაცვის სამინისტროში. უცნობია რატომ მალავს უწყება ინფორმაციას.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი