გაუქმდეს კომენდანტის საათი - საკონსტიტუციოში სარჩელი შედის

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, კომენდანტის საათის დაწესება ეპიდვითარების გაუარესებას არ უკავშირდება და ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ხვალ, 22 მარტს თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს.

გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან, გასული წლის ნოემბრიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები ეტაპობრივად შეამსუბუქა, კომენდანტის საათს არ ხსნის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი