რაჭაში კირქვით ნაშენი სარკოფაგი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

რაჭა-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას სამარხები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.

სოფელ შქმერთან კირქვით ნაშენი სარკოფაგი მოსახლეობამ აღმოაჩინა.

აქ რომ მოვდიოდით დავინახეთ თაღი. აშკარად კირქვით ნაშენი და იმის გამო, რომ ასეთი გვაქვს ნანახი სოფელ კონჩხაში და იქ ადრე სამარხები იყო, გაგვიჩნდა კითხვა, ხომ არ იქნებოდა აქაც რაღაც სამარხი და ძვლები, - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.

ჯერჯერობით უცნობია, შეისწავლიან თუ არა სამარხებს არქეოლოგები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი