ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა მდინარე კინტრიშის და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა. 

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფებოდა. პროცესში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი