ავღანეთში ლოცვის დროს მეჩეთში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში დღეს, ლოცვის დროს მეჩეთში მომხდარი აფეთქებისას.

მეჩეთის შიგნით გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, მომლოცველები კი ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ.

აფეთქების მიზეზეი ჯერ უცნობია, თუმცა ეჭვი თვითმკვლელ ტერორისტზე აქვთ.

ერთ-ერთმა მოწმემ AFP-ს უთხრა, რომ მან სამი აფეთქების ხმა გაიგო. მეჩეთი აფეთქების დროს სავსე იყო ხალხით და შემთხვევის ადგილზე 15 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

სავარაუდოდ თავდასხმის უკან IS-K, ისლამური სახელმწიფოს ჯგუფის ადგილობრივი ფილიალი დგას.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი