იტალიაში დასაქმებულებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტი სავალდებულო ხდება

გამოქვეყნდა:

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებული იქნება, ე.წ. მწვანე პასპორტი იქონიოს - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ე.წ. მწვანე პასპორტის მიხედვით დადასტურდება, რომ პირს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

გამოცემა წერს, რომ მთავრობის რეგულაცია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება. კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ.

მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება, რომში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ტრიესტეში კი, პროტესტის ნიშნად პორტი გადაკეტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი