სპეცრაზმის გადაადგილების კადრები - გდდ-ს თანამშრომლები ბათუმს ტოვებენ

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის ტერიტორიას ტოვებენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო "მთავარმა არხმა" გადაიღო. უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებით მიდიან გდდ-ს თანამშრომლები.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 22 ოქტომბერს გორში, გდდ-ს ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა და ყაზარმული გამოცხადდა. სპეცდანიშნულების რაზმი კი დასავლეთ საქართველოში გადაისროლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი სამეგრელოსკენ უნდა წასულიყვნენ.

ინფორმაცია სუს-მა კატეგორიულად უარყო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი