"რაც პეტრემ გააკეთა რომც მოინანიოს და ვაპატიოთ, დავიწყებით ვერ დავივიწყებთ" - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ მეუფე პეტრეს სკანდალურ და ხმაურიან სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის ბრალდებები ოფიციალურად არ წამოუყენებია.  

მისი თქმით, მეუფე პეტრე ბოდავს და სისულელეებს საუბრობს. მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი ყოფილი ჭყონდიდელის ამ ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად არ შემცირებულა.    

"თემაზე არ ულაპარაკია კი არა, მისი საუბრიდან შინაარსის გამოტანა იყო შეუძლებელია. არაადამიანური ხმით ყვიროდა, იწევდა პატრიარქზე, ჩანაწერი რომ არსებობდეს...  ბრალდების დაყენება როგორ ხდება - სახარებაში წერია, თუ რაღაც პრეტენზია გაქვს პირველი რასაც აკეთებ, მიდიხარ ამ ადამიანთან და ეუბნები, ეს ასეა. მერე მეორედ უნდა მიხვიდე, მერე მესამედ მოწმე უნდა გყავდეს. ჯერ სახარებაში წერია ეს, დიდი რჯულის კანონი ეყრდნობა სახარებას და შემდეგ განვრცობილია ეს წესები, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისი თქმით, მეუფე პეტრე არასწორად მოიქცა, მან ხმაურიანი განცხადებებით სინოდის წევრების ნდობა დაკარგა. მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მეუფე პეტრესგან მომდინარე ბრალდებების გამოძიება საეკლესიო სასამართლოს არ შეუძლია, რადგან ეკლესია ამ მხრივ ძლიერი არ არის. 

არასწორად მოიქცა, რა თქმა უნდა. მე რომ მაინტერესებდეს ან უნდა მქონდეს სერიოზული ინსტიტუტი, რომ გამოვიკვლიო მართლა ასეა თუ არა, რა სინოდის წინაშე, ხომ უნდა გამოვიძიოთ.ამის ინსტიტუციური საშუალება არ გვაქვს... ეს ძლიერ სახელმწიფოში, ძლიერ ეკლესიაში..ან უნდა მქონდეს გამოძიების საშუალება, ან ამ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს პროცედურების დაცვით, რომ ნდობა გამოიწვიოს, რადგან ჩვენ არ ვართ, - ამბობს მეუფე.

მისი თქმით, მეუფე იაკობის ბრალდებებისა და შანტაჟისა და მეუფე პეტრეს განცხადებების შედარებაც კი არ შეიძლება, რადგან ყოფილმა ჭყონდიდელმა რაც "იკადრა დავიწყება შეუძლებელია".

"ნუ ადარებთ ერთმანეთს, მეუფე პეტრეს და მეუფე იაკობის განცხადებებს, რაც პეტრემ გააკეთა რომც მოინანიოს და ვაპატიოთ, დავიწყებით ვერ დავივიწყებთ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი