ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა [ვიდეო]

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა - ინფორმაციას ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. პაციენტმა მორიგე ექთანს ჭრილობები დანით, სახისა და ყელის არეში მიაყენა.

"როდესაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი აკეთებდა შემოვლას, შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. შესაბამისად დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით", - თქვა "ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ.

მისივე თქმით, ექთანმა გაიარა რთული რეაბილიტაციის კურსი და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება პაციენტს, ის სასჯელაღასრულების მე-18 (გლდანი) დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირებულია.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი