ოზურგეთში, მე-4 კლასის მოსწავლეები 1 კვირაა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ დადიან 

გამოქვეყნდა:

ერთი კვირაა ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასს გაკვეთილები არ უტარდება. მოსწავლეები სკოლაში პროტესტის ნიშნად არ დადიან. ბავშვები და მშობლები პედაგოგის და მათი ჯგუფის დამრიგებლის ნანა ჯინჭარაძის სკოლიდან გაშვებას აპროტესტებენ.

მოსწავლეების მშობლებმა დღეს სკოლის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, მთავარი მოთხოვნა ნანა ჯინჭარძის დაბრუნებაა.

ისინი თვლიან, რომ პედაგოგს, რომელიც 22 წელიწადია ამ სკოლაში მუშაობს, განათლების სამინისტრო, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მეორე საჯარო სკოლის დირექცია უსამართლოდ მოექცა.

მშობლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ნანა ჯინჭარაძეს პედაგოგის სტატუსი არ აღუდგა, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

სკოლის დირექცია ჟურნალისტებს კოვიდრეგულაციების მიზეზით სკოლაში არ უშვებს, კითხვებზე საპასუხოდ კი გარეთ არ გამოდიან.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი