სენაკში სახლი დაიწვა - ოჯახი სამ მცირეწლოვან ერთად, ღია ცის ქვეშ დარჩა

გამოქვეყნდა:

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გვილავების ოჯახი სამ მციერეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობაა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩასაქრობად მისულ სახანძრო მანქანებს საკმარისი წყლის მარაგი არ ჰქონდათ. 

ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია შეასახლებენ ოჯახს სადმე თუ მათთვის ფართს გამოყოფენ. 

ოჯახმა სახლი 3 თვის წინ იყიდა, მათ ის ოფიციალურად ჯერ გადაფორმებული არ ჰქონდათ. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი