კახეთში ბრმა ტყვიით თანასოფლელმა 70 წლამდე ასაკის კაცი მოკლა მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც 70 წლამდე კაცი შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი