ქართულ-ამერიკული პარტნიორობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს - სენატორების კრიტიკული წერილი და გზავნილები ოლიგარქისთვის

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების კრიტიკას აშშ-ის კონგრესმენების შემდეგ სენატის წევრები აგრძელებენ. წერილი გამოგზავნა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელმა პირმა.  

წერილის პირველი ნაწილში ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ივანიშვილის პარტიას ახსენებენ, რომ 2012 წელს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის გუნდმა „ოცნებას“ ხელისუფლება გადააბარა, ორივე სენატორი თბილისში იყო და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით ამაყობდა, თუმცა, რაც ახლა ხდება, საქართველოში მათი სრული იმედგაცრუებაა. 

„ჩვენ უფრო და უფრო შეშფოთებულნი ვართ უკანასკნელი მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. ორი მთავარი საკითხი არის პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა. ვიცით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა, ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა“ - აღნიშნულია წერილში.

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ივანიშვილის პარტიას პრაქტიკულად ეუბნება, რომ 2020-ში ის ძალაუფლების მითვისებას შეეცდება. ამას კი წერილის თანახმად, ვაშინგტონი არ დაუშვებს. გავლენიანი სენატორი ასევე კრიტიკულად აფასებს პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობას. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების დევნა და ტერორი დაიწყო.

ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან ან მათზე ძალადობენ, შემაშფოთებელია.

ამერიკელი სენატორები წერენ, რომ შეშფოთებულები არიან სასამართლოს ოკუპაციით ივანიშვილის მიერ და „ქართული ოცნების“ ლიდერს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, რასაც ვაშინგტონი არ დაუშვებს. ამას გარდა, წერილში აღნიშნულია, რომ შესაძლოა დასრულდეს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა, ის რითაც საქართველო ბოლო ათწლეულია ამაყობს. 

"ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე. ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ", - აღნიშნულია წერილში.

ამერიკელი კონგრესმენების ასეთი განგაშის ზარები ჯერ საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ მოუსმენია, თუმცა ივანიშვილის გუნდი თავის დამშვიდების რეჟიმშია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი