მწვანე ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს კიდევ ერთ მწვანე ღობეს ავლებენ

გამოქვეყნდა:

მწვანე ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს, ამ წუთებში კიდევ ერთ მწვანე ღობეს ავლებენ. რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც "მთავარს" ადგილზე მყოფმა მუშებმა უთხრეს, უახლოეს დღეებში იქ არსებული ტროტუარიც აიყრება და ახალი ფილები დაიგება. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბილისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა და განაცხადა, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება, აუცილებელი იყო. 

მანამდე კი, ამ ტერიტორიაზე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა.  სამუშაოების დაწყებამდე, წინასაახალწლოდ, მერიის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები ჩადგეს.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი