რუსული გავლენის გაძლიერების ახალი ფაქტი. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, ლუგარის ლაბორატორია, სრულიად მოულოდნელად და პირველად, კომუნიკაციისთვის რუსული ენის გამოყენებას იწყებს. საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ ლუგარმა, ქვეყანაში მოქმედ და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ სხვა ლაბორატორიებს საქმიანი წერილები, გაიდლაინები და ბმულები უკვე რუსულადაც გადაუგზავნა.
მედიცინის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფაქტი ლუგარში კრემლის გავლენების ზრდას ადასტურებს, რაც დროში ცენტრიდან ამირან გამყრელიძის წასვლას ემთხვევა. არსებობს ინფორმაცია, რომ გამყრელიძისა და ხელისუფლების ლიდერების მაშინდელი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ რუსული გავლენები იყო. თავად გამყრელიძე კონფლიქტზე არაფერს ამბობს, მაგრამ ადასტურებს - მიმოწერა რუსულ ენაზე ცენტრში არასდროს ყოფილა.