გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა - ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც გამოცემას კლინიკაში  განუცხადეს, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"მთავარი" ინფორმაციის გადამოწმება შსს-სთან და სასწრაფო სამედიცინო სამსახურებთან ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი