დედამისს არ უნდოდა, თვისი შვილი 4 დღე ჩამჯდარიყო..ხელი მოაწერინეს, თვითონ დაწერეს შეთხზული ზღაპარი -  თელავში მოკლული ქალის დედა

გამოქვეყნდა:

თელავში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. უახლოეს საათებში კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. 

თელავში მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"მე იმას ვითხოვ, რომ ის არასოდეს გარეთ არ უნდა იყოს. ის რომ გამოვა, იმდენს გააუბედურებს, გარეთ არ უნდა იყოს, ძალიან საშიში ადამიანია. უვადო პატიმრობას [ვითხოვ]. დედამისს არ უნდოდა, თვისი მკვლელი შვილი თუნდაც 4 დღე ჩამჯდარიყო, ის ქალიც იმას ეუბნებოდა, რომ იქნებ ეცადო, არ ჩაჯდეს.

რაც დააწერინეს, ღმერთმა იცის, ამას ხელი მოაწერინეს და თვითონ დაწერეს ის, რაც შეთხზული ზღაპარი იყო, რომ ვითომ ოჯახის მარჩენალი იყო, ის გარეწარი ამათი მარჩენალი არ იყო, ჩემი უბედური შვილი იყო იმ გარეწრის მარჩენალი. როცა ჩემი თვალით დავინახე, რომ ბიძამისი აქ დააბა ამასთან, ვიფიქრე, დილა რომ გათენდება ხვალ წავიდოდი და განვაცხადებდი. მე მინდოდა, ჩემმა შვილმა არ მომცა ამის გასაქანი", - თქვა მოკლულის დედამ.

თელავში მკვლელობა თელავში 8 ოქტომბერს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი