ღირსეული პირობები სტუდენტებს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტისთვის ემზადებიან.
აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 2 საათზეა დაგეგმილი. სტუდენტები აცახდებენ, რომ აკადემიური საბჭო, რომლმაც ახალი რექტორი უნდა აირჩიოს, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
დაიშალოს აკადემიური საბჭო, დაწესდეს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის და აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი - ამ სამი ძირითადი მოთხოვნით შეიკრიბებიან ახალგაზრდები დღეს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.