თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ აკადემიური საბჭო, რომელმაც ახალი რექტორი უნდა აირჩიოს, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
კიდევ ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც სტუდენტებს აქვთ, ღირსეული საცხოვრებელი პირობებია. დაიშალოს აკადემიური საბჭო, დაწესდეს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის და აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი - ამ სამი ძირითადი მოთხოვნით ახალგაზრდები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ.