ბათუმში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები დგას, რომლებსაც "გაზპრომი" აწერია

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა ბათუმში, სავაგონო დეპოში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები გადაიღო, რომლებსაც "გაზპრომი" აწერია.

სავაგონო დეპოში კომენტარს არ აკეთებენ, თუ საიდან და როგორ შემოვიდ, სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის ნავთობი. დაცვის თანამშრომლები ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს პრესცენტრთან ამისამართებენ.

"მთავარის" ჟურნალისტი ადგილზეა და ცდილობს სიტუაციის გარკვევას, უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენს შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი