
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი მივიდა.
გიგა გიგაშვილის თქმით, შადრევანი რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
"დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც იყო, შესაბამისად, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში არავინ არ იცის რამ გამოიწვია ეს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა ხო, ვერ ჩაერთვებოდა ფიზიკურად, - თქვა მან.
ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.