"არა სიკვდილით სავსე ქალაქს" - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში დღეს ორი აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.
ერთი აქცია ამ წუთებში თბილისის მერიასთან იმართება, საპროტესტო გამოსვლა იქნება 20:00 საათზე პარლამენტთანაც.
ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.